გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლოს ლეტალობის ასეთი მაღალი დღიური მაჩვენებელი მიმდინარე წლის 2 იანვარს დაფიქსირდა.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 9,36%, ბოლო 14 დღის – 7,65%, ბოლო 7 დღის – 8,35%.
დადებითობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – თითქმის 12% კახეთშია, მაღალია ეს მონაცემი მცხეთა-მთიანეთში (11,3%) და შიდა ქართლში (10,6%).
აქტიური შემთხვევების რაოდენობა უკვე 36 ათასს აჭარბებს.
სულ აცრილია 542639 ადამიანი, გუშინ 16852 მოქალაქე აიცრა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6200 პირი იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში 2297.