მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » გარდაიცვალა 47 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპი გააჩინა, პაციენტი აუცრელი იყო
bomondi2

გარდაიცვალა 47 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპი გააჩინა, პაციენტი აუცრელი იყო

47 წლის ქალი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპი გააჩინა, ბოკერიას კლინიკაში გარდაიცვალა. აღნიშნულ კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი მათთან ქუთაისიდან, კლინიკა ბომონდიდან გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო, კლინიაში შეყვანისთანავე ინტუბაცია დასჭირდა, გუშინ კი გარდაიცვალა.

კლინიკა „ბომონდში“ კი ამბობენ, რომ ქალის თბილისში გადაყვანა საკეისრო კვეთიდან 2-3 დღეში გახდა საჭირო. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი აცრილი არ იყო.

47 წლის კოვიდინფიცირებული ქალის მიერ ტყუპის გაჩენის შესახებ კლინიკა „ბომონდმა“ თავის ფეისბუქ-გვერდზე 20 აგვისტოს დაწერა.

„47 წლის კოვიდდადებითი ქალბატონი ტყუპების დედა გახდა. ქალბატონი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა. ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას „კლინიკა ბომონდში“, ფერისცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა,“- ნათქვამი იყო ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ორსულობა კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევაში მაღალ რისკ-ფაქტორად ითვლება. სპეციალისტები მოუწოდებენ ორსულებს, ორსულობის ნებისმიერ ვადაზე აიცრან.

 

 

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …