კოვიდ-კლინიკებში, რამდენიმეკვირიანი კლების შემდეგ, კრიტიკული პაციენტების რაოდენობის ზრდა დაიწყო.
თუ გუშინ რეანიმაციაში 281 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს ეს რაოდენობა 293-ია. ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 1047 პაციენტი მკურნალობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლეტალობის მაჩვენებელის კლებას არ უნდა ველოდოთ. ამას ბოლო დღეების სტატისტიკაც ადასტურებს – გუშინ 46, დღეს კი 48 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.
მაღალია ვირუსის გადადების მაჩვენებელი – ბოლო სტატისტიკით, 10 ინფიცირებული საშუალოდ 18 ადამიანს აინფიცირებს.
ქვეყანაში 41200-მდე აქტიური პაციენტია, რაც ერთი თვის მაქსიმუმია. აქტიური შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრი ზრდა 3 იანვრიდან დაიწყო.