პანდემიის დროს, კოვიდ 19-ით დაღუპული 16 ათასზე მეტი ადამიანიდან 95% იყო – ასე პასუხობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი შეკითხვას, რომელიც აცრილი ადამიანების მხრიდან ისმის- ჰქონდა თუ არა აზრი აცრას, თუ პანდემია მაინც უნდა დასრულებულიყო.
„აცრილებს მინდა შევახსენო ის 16 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც დავკარგეთ პანდემიის დროს და მათგან 95% იყო აუცრელი. იმის წარმოდგენა, რომ ეს ადამიანები ორი ჩხვლეტით, მაღალი ალბათობით, გადარჩებოდნენ და ჩვენ გვერდით იქნებოდნენ, ძალიან მძიმეა,“- განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
მისი თქმით, დიდწილად სწორედ ვაქცინაციის დამსახურებაა ის, რომ აცრილი ადამიანები კარგად არიან და ჩვენს შორის არიან.
„სულ რომ დამთავრდეს კორონავირუსი და აღარ არსებობდეს დედამიწაზე, ეს ადამიანები ფუჭად არ აცრილან,“- აღნიშნა ინფექციონისტმა.
მისი განცხადებით, ახლო მომავალში, სავარაუდოდ, გადავალთ ისეთ რეჟიმზე, როგორიცაა გრიპი, რომელზეც ყოველ წელს ვიცრებით. მაია ბუწაშვილის თქმით, ვაქცინები მოერგება კოვიდს და ხშირად მოგვიწევს განახლებული ვაქცინის გაკეთება.