ბოლო ერთ წელიწადში, საქართველოში ერთ დღეში კოვიდპაციენტების გარდაცვალების მინიმალური რაოდენობა დაფიქსირდა – 24 საათში 3 პაციენტი დაიღუპა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი (2 გარდაცვლილი პაციენტი) ბოლოს 2021 წლის 15 მარტს დაფიქსირდა.
დაკლებულია დადებითობის მაჩვენებელიც: დადასტურდა 817 შემთხვევა, რაც ტესტების 3,47%-ია.
ამასთან, ისევ დაბალი რჩება აცრების მაჩვენებელი – ერთ დღეში – 1 750 ვაქცინაცია ჩატარდა. სტაციონარებში 740-მდე ადამიანი იმყოფება.