ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 942 ადამიანს დაუდასტურდა.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 8,5%, ბოლო 14 დღის – 9,05%, ბოლო 7 დღის – 9,04%.
გარდაიცვალა 46 პაციენტი. ბოლო რამდენიმე დღეა, გარდაცვალების მაჩვენებელი მატულობს, რაც, სავარაუდოდ, იმ პაციენტებზე მოდის, რომლებიც 12 ოქტომბრიდან დაწყებული, ინფიცირების დღიური შემთხვევების ნახტომისებური ზრდის დროს დაინფიცირდნენ.
სპეციალისტების განცხადებით, ინფიცირების პიკის შედეგები ლეტალობის მაჩვენებელი ორი კვირის გავლის შემდეგ იწყებს ასახვას. შესაბამისად, მომდევნო დღეებში გარდაცვალების მაჩვენებლის კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი.
უკიდურესადაა შემცირებული აცრების მაჩვენებელი – ერთ დღეში აცრა მხოლოდ 1 877-მა ადამიანმა ჩაიტარა.