მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » განისაზღვრება საფასურის მაქსიმუმი, რომლის ზემოთაც პაციენტს თანხის გადახდა აღარ მოუწევს – საყოველთაო ჯანდაცვაში მორიგი ცვლილება იგეგმება

განისაზღვრება საფასურის მაქსიმუმი, რომლის ზემოთაც პაციენტს თანხის გადახდა აღარ მოუწევს – საყოველთაო ჯანდაცვაში მორიგი ცვლილება იგეგმება

„ჯანდაცვის ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაია მახარაშვილმა გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ კლინიკების დაფინანსების DRG მოდელის ამოქმედებაზე ისაუბრა.
როგროც ცნობილია, მოდელი, საპილოტე რეჟიმში 2022 წლის ნოემბრიდან, სრულად კი 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდა.
მახარაშვილის ინფორმაცით,კლინიკები გადაეწყვნენ უკვე ამ მოდელზე და ანაზღაურებისთვის მზაობაც არსებობს. თუმცა, მნიშვნელოვანია იმ ხარვეზების აღნიშვნაც, რაც DRG მოდელის საპილოტე რეჟიმში მუშაობის განმავლობაში გამოიკვეთა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომელიც გამოიკვეთა არის თანაგადახდის წილი – 30%, რომლის გადახდაც რიგ შემთხვევაში პაციენტისთვის ძალიან რთულია, მათ შორის საშუალო შემოსავლიანებისთვის (თვეში 1500 ლარის შემოსავალი).
როდესაც შემთხვევა ფასდება 3 000 ლარით, ასეთ შემთხვევაში 30% ძალიან მაღალია. ამან პირველ ეტაპზე პაციენტების მხრიდან შეფერხება გამოიწვია და სტაციონარზე უარის გაცხადება, რაც საკმაოდ რისკის მატარებელია. ამაზე შედგა დადებითი კომუნიკაცია,რის შედეგადაც მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დადგინდეს ჭერი ანუ განისზღვროს თანხის ოდენობა, რომლის ზემოთაც პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს და ამას ისევ სახელმწიფო პროგრამა დაფარავს“-აცხადებს მახარაშვილი.
მისივე განმარტებით, ასევე ხარვეზია მაღალტექნოლოგიური ოპერაციების DRG მიდელით დაფინანსების ნაწილში.
„ამაზეც შედგა კომუნიკაცია და ამჟამად სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. საუბარია, ძვირადღირებულ დამხმარე საშუალებების დაფინანსებაზე, რომელიც ძირითადად მაღალტექნილოგიურ ოპერაციებზე გამოიყენება,“-აცხადებს მახარაშვილი.
„ჯანდაცვის ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოსაზრებით, DRG მოდელის მიხედვით ასეთი ტიპის ჩარევები არაადეკვატურად ფინანსდება. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, აღქმულია, რომ ეს ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს.
„საერთაშორისო პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, მაგალითად, გერმანიაში ასეთი ტიპის შემთხვევები დამატებითი რესურსებით ფინანსდება. DRG სისტემა კი არ იცვლება, ჩარევა იგივე ჯგუფში ხდება, თუმცა, იმიტომ, რომ მაღალტექნოლოგიური და ძვირი დამხმარე საშუალებებია საჭირო, ამისთვის ცალკე ბიუჯეტია განსაზღვრული და დანამატის სახით გაიცემა,“-აცხადებს მახარაშვილი.
კითხვაზე, ხომ არ შეიცვალა კლინიკების რაოდენობა DRG მოდელის დანერგვის შემდეგ, მახარაშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კლინიკებს არ დაუტოვებიათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.

„მოსახლეობის გადამხდლუნარიანობიდან გამომდინარე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საკმაოდ დიდ მოცვას ფარავს, შესაბამისად, მისი დატოვება ასეთი მარტივი არ იქნება. თუმცა, შესაძლებელია რომელიმე კლინიკების ჯგუფმა ან თითოოროლა კლინიკამ უარი განაცხადოს DRG -სისტემის დაფინანსებიდან გამომდინარე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობაზე,“-აცხადებს მახარაშვილი.

რაც შეეხება იმას, ცნობილია თუ არა რამდენ ხანში მოახდენს ზედამხდველობის ორგანო კლინიკების შემოწმებას, მახარაშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს დამატებითი ახალი გეგმა, რადგან სამინისტროს ზედამხედველობითი ფუნქცია აქამდეც ჰქონდა. თუმცა, მისივე ინფორმაცით, ყველანაირი ინფორმაციის ელექტრონული მიმოცვლა ხდება, შესაბამისად,ამ ინფორმაციაზე წვდომა სამინისტროს ისედაც აქვს.

კლინიკების დაფინანსების DRG მოდელი 2023 წლის პირველი იანვრიდან სრულად ამოქმედდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული 300-მდე სამედიცინო დაწესებულებებისთვის გარკვეული პირობების შესრულება სავალდებულო გახდა.

DRG მოდელის ამოქმედებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პაციენტის დიაგნოზით, ასაკით, გეოგრაფიული ლოკაციით და სხვა.
იქნება მკაცრი კონტროლის მექანიზმები. კლინიკების მხრიდან წესის დარღვევის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე განისაზღვრება ჯარიმა, განმეორებისას კი, ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მოიხსნებიან.

ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში 300-მდე კლინიკაა ჩართული.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …