მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » განათლების მინისტრი: 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო კაბინეტით, ექიმისა და ექთნის მომსახურებით

განათლების მინისტრი: 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო კაბინეტით, ექიმისა და ექთნის მომსახურებით

2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება როგორც სამედიცინო კაბინეტით, ასევე ექიმისა და ექთნის მომსახურებით.

ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლებში სამედიცინო კაბინეტების არსებობას. ამ ეტაპზე 648 დიდკონტინგენტიან სკოლაში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი. მიმდინარე თვეში აღნიშნულ რიცხვს კიდევ რამდენიმე სკოლა დაემატება, ხოლო 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება როგორც სამედიცინო კაბინეტით, ასევე ექიმისა და ექთნის მომსახურებით, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, უკვე დამტკიცების ეტაპზეა სკოლის ექიმის სტანდარტი, რაც სკოლის ექიმის ფუნქციებისთვის საგანმანათლებლო კომპონენტის დამატებას გულისხმობს. ამის გარდა, სკოლებში მოქმედებს „ექიმის საათი“, რომლის
ფარგლებშიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მიეწოდება ინფორმაცია მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …