გამართულია თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის მექანიზმი – სამინისტრო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითხოვს. პროგრამისთვის 2015 წლის ბიუჯეტში 470 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
ოპოზიციის განცხადებით, პროგრამის ხარჯვითი ნაწილი გაუმართავია და მას კოლაფსი ემუქრება. ფინანსთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ პროგრამის შეუჩერებლად მუშაობისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების მობილიზება მოხდება.