„გაციება“ ისტორიული ტერმინია და ნებისმიერ შემთხვევაში საქმე გვაქვს რომელიმე რესპირაციულ ვირუსთან, რომელიც გადამდებია. ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „გაციება“, როგორც ასეთი, არ არსებობს და ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში გადამდებია. მისივე თქმით, რესპირაციული სიმპტომების დროს არ აქვს მნიშვნელობა, ეს კოვიდია თუ რაიმე სხვა ინფექცია და დაინფიცირებულმა ადამიანმა უსაფრთხოების ზომები უნდა მიიღოს, რათა გარშემომყოფები დაიცვას.
ბუწაშვილმა ყურადღება გაამახვილა კოვიდ 19-ით დაინფიცირების დაბალ მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ გარკვეულწილად ეს ტესტირებაზე შემცირებული მიმართვიანობით აიხსნება, რაც, თავის მხრივ, პისიარ-ტესტების სახელმწიფო დაფინანსების გაუქმებას და უკრაინის მოვლენებს უკავშირდება, რადგან ადამიანების ყურადღება შესაძლოა სწორედ ამ ამბებზე იყოს გადატანილი და მათ ყურადღება არ მიაქციონ სიმპტომებს.
ამის მიუხედავად, ინფექციონისტი ამბობს, რომ დაინფიცირების მაჩვენებელი რეალურად შემცირებულია. ამასთან, მისივე განცხადებით, ცირკულირებს სხვა რესპორატორული ვირუსებიც.
„არაა გადამწყვეტი, კოვიდია თუ არა, თუ სასუნთქი გზების სიმპტომები გვაქვს, უნდა გვახსოვდეს, რომ რომელიღაც ინეფექცია გვაქვს და დავცივათ გარშემომყოფები. სტატისტიკურად დათვლილია რომელი ვცირუსი ცირკულირებს ამ დროს და თუ ვირუსი გვაქვს, არ აქვს მნიშვნელობვა, კოვიდია თუ არა, გარშემომყოფები უნდა დავიცვათ,“- აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.
მისივე თქმით, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს. ჰონგკონგში ჰოპსპიტალიზაციისა და ლეტალობის სტატისტიკა გაზრდილია, ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რომ ყველაფერი უკან ჩამოვიტოვეთ, ნაადრევია. ბუწაშვილის განცხადებით, კოვიდ 19-ის მუტაციები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ პანდემიის სწრაფი დასრულების გარანტია არ არსებობს, თუმცა ინფექციონისტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს რაიმე განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ამა თუ იმ ფორმით უკვე იმუნირია.