ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და jandacva.ge-ის გამოკითხვას გლობალური ალიანსის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის ,,რა გაწუხებთ“ პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე შეუერთდა.
მისი განცხადებით, საყოველთაო დაზღვევა სრულად ვერ ფარავს პაციენტის საჭიროებებს. აუცილებელია მოხდეს დაზღვევის ფარგლებში სრული დიაგნოსტირება სრულყოფილი მკურნალობისთვის.
ჩიხრაძე ჯანდაცვის კუთხით ყველაზე წარმატებული პროექტად ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ასახელებს. მისი თქმით, ეს არის პროგრამა, რომელიც ავადმყოფს შუა გზაზე არ ტოვებს.
გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური კამპანია 22 იანვრიდან დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით. სოციალური კამპანიის მიზანია ზუსტად განისაზღვროს მოსახლეობის სურვილები და მოლოდინები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების განხირციელების დროს გაითვალისწინებს.