„ფაიზერის“ ვაქცინის ახალი დოზები ქვეყანაში დღეს დილით ჩამოვიდა, მოხდება მათი განაწილება და „ფაიზერის“ პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი აღდგება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქვეყანას წლის ბოლომდე მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა აქვს შეძენილი, ამ ეტაპზე ამ რაოდენობის მეოთხედი შემოვიდა.
შეგახსენებთ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინების წინა მარაგს ვადა 31 მარტს გაუვიდა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე ჩინური „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ ვაქცინაცია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის გეგმის მიზანია ზაფხულის შუა პერიოდამდე მთელი მოსახლეობის 65%-ის აცრა, მთავარი კი, მისივე თქმით, მოქალაქეების აქტიურობაა.
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის პირველ აცრაზე 200, ბუსტერ დოზაზე კი 100-ლარიანი წახალისების პროგრამა აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.