მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » “ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია

“ფაიზერის” ვაცქინა საქართველოშია. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ, 00:20 საათზე დაეშვა. საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც უკვე დღეიდან, აცრის გასაკეთებლად, შეუძლიათ სპეციალურ საიტზე  booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ. ჯერჯერობით ხელმსაწვდომია მხოლოდ “ასტრაზენეკას” ვაქცინები, მომდევნო კვირიდან კი იმუნიზაციის კატეგორიაში მყოფ მოქალაქეებს არჩევნის გაკეთება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის შეეძლებათ.

“ფაიზერის” ვაქცინები უკვე მიიტანეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, საიდანაც პრეპარატი ყველა იმ ცენტრში გადანაწილდება, სადაც „ფაიზერით“ პირების იმუნიზაცია უნდა მოხდეს. ესენია ოთხი კლინიკა თბილისის მასშტაბით, ერთი ქუთაისის კლინიკა, ერთი კი – ბათუმის.

ვაქცინების პირველი პარტია – „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა საქართველომ 13 მარტს მიიღო, ვაქცინაცია კი ქვეყანაში 15 მარტს დაიწყო. აღნიშნული წარმოების ვაქცინის დამატებითი 86 400 დოზა ქვეყანაში აპრილში უნდა ჩამოვიდეს. პრეპარატების მოწოდებაში საქართველოს „იუნისეფი“ ეხმარება.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …