„ფაიზერის“ ახალი პრეპარატებით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 6 აპრილიდან იწყება. განცხადებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინები დღეს, 13:00 საათიდან 15 სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება ხელმისაწვდომი.
ფაიზერის ვაქცინა განკუთვნილია 12 + ასაკის მოქალაქეთა პირველადი და ბუსტერ ვაქცინაციისთვის.
ქვეყანაში წლის ბოლომდე 1 მილიონი დოზა ფაიზერის ვაქცინა ეტაპობრივად შემოვა.
შეგახსენებთ, რომ გრძელდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების 200-100 ლარიანი პროგრამა
ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ 1522 ან ეწვიონ booking.moh.gov.ge ან მიმართონ მითითებულ კლინიკებს.
ვრცლად ინფორმაცია იმ დაწესებულებების შესახებ, სადაც ფაიზერის ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, შეგიძლიათ გაეცნოს ბმულზე.
„ფაიზერის“ ვაქცინების ახალი დოზები ქვეყანამ უკვე მიიღო. წელს ქვეყანა აღნიშნული პრეპარატის მილიონი დოზის შემოტანას გეგმავს, რომლებიც უკვე შეძენილია.