გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 407 შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 1,79% შეადგინა, ბოლო 14 დღეში – 3,2% ,ბოლო 7 დღეში – 2,57%.
გარდაიცვალა 3 პაციენტი.
დღიურად აიცრა 1 625 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 524 ადამიანი იმყოფება. მათგან ინტენსიურ განყოფილებებში 124 პაციენტია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 მარტს „ფაიზერის“ ვაქცინების მარაგს ვარგისიანობის ვადა ამოეწურა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აღნიშნული წარმოების ვაქცინების ახალი პარტია მოწოდების პროცესშია და გარკვეული ლოჯისტიკური ცვლილებების შემდეგ, მომდევნო კვირის შუა პერიოდიდან შესაძლებლობა გვექნება, განახლდეს ვაქცინაცია ფაიზერის ჩამოტანილი, ახალი დოზებით. გაბუნიას განცხადებით, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ ვაქცინაცია ქვეყანაში შეუფერხებლად მიმდინარეობს.
jandacva.ge