ეპიდემიოლოგების მოწოდებისა და ფულადი წახალისების პროგრამების მიუხედავად, საქართველოში კოვიდ-ვაქცინაცია უკიდურესად დაბალ დონეზეა.
გუშინ ქვეყანაში მხოლოდ 992 ადამიანი აიცრა. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს „ფაიზერის“ დაახლოებით 250 ათასი დოზა ახალი პრეპარატი აქვს.
ამ ეტაპზე სრულად ვაქცინირებულია18 ასაკის და უფროსი მოსახლეობის 43.9%. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 183 (2.36%) სრულად აცრილია – 3 319 (1.87%).
16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 653 (15.60%) სრულად აცრილია- 11 194 (13.80%).
რაც შეეხება კოვიდ-სტატისტიკას, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ 19-ის 342 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩატარებული ტესტების 1,53%-ია.
გარდაიცვალა ერთი პაციენტი.