გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 392 შემთხვევა დადასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების (20 804) 1,69%-ია.
იმავე პერიოდი გარდაიცვალა 2 პაციენტი.
“ფაიზერის” ვაქცინების ახალი დოზების მიღების მიუხედავად, გასულ 24 საათში ქვეყანაში მხოლოდ 1 304 ადამიანი აიცრა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 393 პაციენტი იმყოფება.
მას შემდეგ, რაც გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა, ნიღბის მოხმარების მაჩვენებელმა 11%-ით, 33%-მდე დაიწია.