მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზა 452-მა ადამიანმა არ გაიკეთა – პაატა იმნაძე შესაძლო მიზეზებს განმარტავს

„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზა 452-მა ადამიანმა არ გაიკეთა – პაატა იმნაძე შესაძლო მიზეზებს განმარტავს

ფაიზერის: ვაქცინის პირველი დოზით საქართველოში 13991 ადამიანი აიცრა, მეორეთი კი 13539.  ამის შესახებ მედიავებინარის მიმდინარეობისას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე გასულია ის ვადა, როდესაც ამ ვაქცინის მეორე დოზის მიღებაა შესაძლებელი. იმნაძის განმარტებით, ერთერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანების გარკვეული რაოდენობა, გათვალისწინებულ ვადებში არ გამოცხადდა მეორე დოზაზე, არის პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირების შემთხვევები, რაც საქართველოში უკვე 300-ზე მეტია დაფიქსირებული.

იმნაძის განმარტებით, პირველი დოზა ადამიანს დაინფიცირებისგან არ იცავს ისე, როგორც სრულფასოვანი ვაქცინაცია. თანაც იყო შემთხვევები, როდესაც კოვიდინფექცია აცრიდან მე-3-4 დღეს დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აცრის დროს ჰქონდა ვირუსის ინკუბაციური პერიოდი. თუმცა იმნაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ასეთ ადამიანებშიც კი დაავადების მიმდინარეობა შედარებით მსუბუქი იყო.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, დღეს მოქმედი გაიდლაინით, ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება კოვიდინფექციის დადასტურებიდან 120-ე დღის შემდეგაა შესაძლებელი. იგივე ვადაა განსაზღვრული ინფიცირების შემდეგ პირველი დოზის გაკეთებისთვისაც. პაატა იმნაძის განცხადებით, ასეთია მიმდინარე გაიდლაინი, თუმცა უკვე გამჩნდა პუბლიკაციები, რომელთა თანახმად კოვიდგადატანილებისთვის ერთი დოზაც საკმარისია, მაგრამ  ჯერჯერობით ეს პრინციპი ჯანმოს გაიდლაინში ასახული არ არის.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც აცრის მეორე დოზაზე რაიმე სხვა მიზეზით არ გამოცხადდნენ, იმნაძის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ადამიანს შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართოს და მეორე დოზას მიიღებს.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …