მთავარი » რეფორმები » ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის მედიკამენტები ისე ძვირადღირებული, როგორც საქართველოში
ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის მედიკამენტები ისე ძვირადღირებული, როგორც საქართველოში. სამინისტრომ პირველადი რგოლის რეფორმა პრიორიტეტად გამოაცხადა

ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის მედიკამენტები ისე ძვირადღირებული, როგორც საქართველოში

ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის მედიკამენტები ისე ძვირადღირებული, როგორც საქართველოში. ჯანდაცვის სამინისტრომ, პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა პრიორიტეტად გამოაცხადა.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის ფარგლებში იგეგმება რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურული პროექტები, პოლიკლინიკებისა და ამბულატორიების გარემონტება და სათანადოდ აღიჭურვა.

ასევე, პირველადი ჯანდაცვის ექიმების შრომის ანაზღაურებისზრდა და მათი სწრაფი და ეფექტიანი გადამზადება.

ჯანდაცვის პირველადი რგოლში არსებულ მდომარეობასთან დაკავშირებით, პედიატრს, ოჯახის ექიმს – თამარ ხვიჩიას ვესაუბრეთ.

„პირველად ჯანდაცვაში გატარებული რეფორმა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაჯდა, კარგია.

მაგრამ მოსახლეობაში იმდენად არის ჩადებული კოდივით ინფორმაცია, რომ ყველაფერი უფასოა, მოდიან და პრევენციის მიზნით ყოველთვიურად ითხოვენ სისხლის ანალიზის აღებას.  იმიტომ, რომ მას ასე უნდა, უბრალოდ აინტერესებს.

არის პაციენტების კატეგორია, რომლებიც წელიწადში ერთხელაც კი არ მოდიან ოჯახის ექიმთან და საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ დაუდევრები არიან.

აქედან გამომდინარე დაწესებულება დგება რთულ სიტუაციაში. თუ ოჯახის ექიმი არ მიიჩნევს საჭიროდ ამა თუ იმ ანალიზის გაკეთებას კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ზოგჯერ პაციენტს უჭირს ამის გაგება.

არადა ამხელა დაფინანსებაც არ გვაქვს რომ განუსაზღვრელი ოდენობის ანალიზები გავუკეთოთ განუსაზღვრელ რაოდენობას“, – მიაჩნია ხვიჩიას.

მისი განცხადებით, მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია. „ვერ ვიტყვი, რომ პაციენტები უკმაყოფილოები არიან პირველადი ჯანდაცვის სერვისებით, თუმცა არსებობს მეორე მხარეც – ექიმების კმაყოფილება, რაც არ არის სახარბიელო.

დაფინანსება საკმაოდ მცირეა, ხელფასები დაბალი, შრომა კი ნამდვილად აღემატება გადახდილ საფასურს. პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს რეფორმის ფარგლებში თუკი მიექცევა მეტი ყურადღება, ძალიან კარგი იქნება და ჩვენც ამოვისუნთქავთ.

უმნიშვნელოვანესი საკითხია ასევე მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასები. მე რომ მკითხონ, ექიმთან უფასო ვიზიტზე მეტად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაა მთავარი პაციენტისთვის. ექიმებს გვიწევს დაბალფასიანი მედიკანეტის შერჩევა.  

ყველაფერთან ერთად კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყო, რომ მიხვდე რამდენად შეძლებს პაციენტი ამა თუ იმ მედიკამენტის შეძენას, იძულებული ვართ ვიცოდეთ ყველა წამლის ფასი.

ხშირად ყოფილა მომენტი, რომ დამინიშნავს აუცილებელი ანტიბიოტიკი და პაციენტს ყიდვის საშუალება არ ჰქონია, დაურეკავს და უთხოვია იაფი წამლით ჩამენაცვლებინა.

მე, როგორც პირადი ექიმი, მშვიდად უნდა ვიყო, რომ როცა პაციენტი კარს გაიხურავს, თამამად მივა აფთიაქში დანიშნული წამლის შესაძენად.

არის დაავადებების კატეგორია, მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, შაქრიანი დიაბეტი, ვენების გაგანიერება, რომლებსაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება– რა ქნან ასეთმა პაციენტებმა“?! – სვამს კითხვას ოჯახის ექიმი.

„თუ ჯანდაცვის სამინისტრო, ან ვისაც ეხება როგორმე მედიკამენტებზე ფასების სტაბილიზაციას მოახდენს, პაციენტებისთვის დიდი შვება იქნება.

ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის მედიკამენტები ისე ძვირადღირებული, როგორც საქართველოში. ამის მიზეზი ალბათ ის გახლავთ, რომ რეალური კონკურენცია არ არსებობს“,– ამბობს თამარ ხვიჩია.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …