მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ევროპასთან შედარებით, საქართველოში პირველად ჯანდაცვაზე მოთხოვნა დაბალია, ჰოსპიტალიზაცია კი – მაღალი

ევროპასთან შედარებით, საქართველოში პირველად ჯანდაცვაზე მოთხოვნა დაბალია, ჰოსპიტალიზაცია კი – მაღალი

საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების შემდეგ ჯანდაცვის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაზრდილია. კერძოდ, 100 000 მოსახლე და მეტი რიცხოვნობის დასახლებულ პუნქტებში უახლოეს მესამე ამბულატორიასთან მისასვლელად საშუალოდ 4 წუთია საჭირო,  პატარა ქალაქებში კი, სადაც 100 ათას მოსახლეზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ეს დრო 24 წუთამდეა გაზრდილი. ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ გამოქვეყნებულ,  ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის ახალ მეთხუთმეტე ტალღის მიმოხილვაშია ნათქვამი, რომლის სახელწოდებაა: „სამედიცინო სერვისების ბაზარი საქართველოში, მისი სტრუქტურა და სტრუქტურიდან გამომდინარე შედეგები.“

კვლევის თანახმადვე, საყოველთაო პროგრამის ამოქმედებამ ხელი შეუწყო სამედიცინო სერვისების მოხმარების ზრდას. შედეგად 2013-2020 წლებში გაიზარდა როგორც ამბულატორიულ (33%), ისე სტაციონარული სერვისების მოხმარება (40%). ანასთან,  სტაციონარული სერვისების მოხმარება უფრო მაღალია, ვიდრე ამბულატორიულის. თუმცა, ამბულატორიული სერვისებით სარგებლობის მზარდი ტენდენციის მიუხედავად, ეს მაჩვენებელი კვლავ დაბალი რჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.

„ჰოსპიტალური სერვისების უტილიზაციის მაღალი მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს პაციენტის შეკავებას პირველად დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა მკვეთრად არ განსხვავდება წარმოდგენილი ევროპის ქვეყნებისგან, საქართველოში, წამყვანი მდგომარეობების მიხედვით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ევროპის საშუალოს 3-4 ჯერ აღემატება“ – აღნიშნულია კვლევაში.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …