მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერთიფიკატი აღიარა

ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერთიფიკატი აღიარა

შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკომისიის ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნდა.

ამგვარად, აღნიშნული ოთხი ქვეყანა, მათ შორის საქართველო შეუერთდებიან ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატების ციფრულ სისტემას. ანალოგიურად, აღნიშნული ოთხი ქვეყანა მიიღებს ევროკავშირიდან მათთან ჩასული მოგზაურების კოვიდ-სერტიფკატებს.

„მოხარული ვარ, რომ ვხედავ, მზარდია იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ელოდებიან, რომ შეუერთდნენ ევროკავშირის სისტემას. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ხუთი კონტინენტის 49 ქვეყანა და ტერიტორია შეუერთდა ევროკავშირის ციფრული კოვიდ-პასპორტების სისტემას. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას, რათა გავაძლიეროთ მოგზაურთა ნდობა ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხო მოგზაურობისადმი“, – გააცხადა იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა.

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველო, მოლდოვა და სერბეთი ევროკავშირის ციფრული კოვიდ-პასპორტების სისტემას შეუერთდნენ.

„ჩვენ ვდგავართ ჩვენი პარტნიორების გვერდით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე ვაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა უსაფრთხოდ გავხსნათ ქვეყნები. აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის წინ ჩვენ კარგი ამბავი მოვიტანეთ. მივესალმები, რომ საქართველო, მოლდოვა და სერბეთი შეუერთდნენ ჩვენი ციფრული კოვიდ-პასპორტების სისტემას. მოუთმენლად ველოდები, რომ რაც შეიძლება მალე მას უფრო მეტი ჩვენი მეზობელი შეუერთდეს“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ ევროკომისიის  გადაწყვეტილება 16 ნოემბრიდან შევა ძალაში.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …