მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ევექსის პოლიკლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთო
სამედიცინო კორპორაცია ევექსი ბენეფიციარებს, დაზღვევით დაუფარავ სამედიცინო სერვისებზე წლის ბოლომდე, 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

ევექსის პოლიკლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთო

“სამედიცინო კორპორაცია ევექსის” პოლიკლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთო.

კლინიკების მსხვილი ქსელის მქონე კომპანიის ცნობით, საყოველთაო ჯანდაცვის  პროგრამის ბენეფიციარებს უკვე შეუძლიათ ევექსის პოლიკლინიკებში დარეგისტრირდნენ და 70% -100% -მდე დაფინანსებით მიიღონ სხვადასხვა მომსახურება: ოჯახის ექიმისა და სპეციალისტების კონსულტაცია; ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები;

ასევე, კორპორაცია ბენეფიციარებს, დაზღვევით დაუფარავ სამედიცინო სერვისებზე წლის ბოლომდე, 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. დარეგისტრირებისას ბენეფიციარები მიიღებენ ჯიპისის ან ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელის  10 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერსაც.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია ევექსის შემდეგ პოლიკლინიკებში: საბურთალოს პოლიკლინიკა, ვაჟა-ფშაველას გამზ.40 ; ისნის პოლიკლინიკა, ქეთევან წამებულის გამზ.69; გლდანის პოლიკლინიკა, გლდანის I მკ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ; ვარკეთილის პოლიკლინიკა, ჯავახეთის ქ. 30; მთაწმინდის პოლიკლინიკა, ვ.ვეკუას ქ. 3; დიდი დიღმის პოლიკლინიკა, ი.პეტრიწის ქ.16; დიდუბის პოლიკლინიკა, აკ.წერეთლის გამზ.141ა და დიაგნოსტიკური ცენტრი, პ.ქავთარაძის ქ.23

gbc.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …