“სამედიცინო კორპორაცია ევექსის” პოლიკლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთო.
კლინიკების მსხვილი ქსელის მქონე კომპანიის ცნობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უკვე შეუძლიათ ევექსის პოლიკლინიკებში დარეგისტრირდნენ და 70% -100% -მდე დაფინანსებით მიიღონ სხვადასხვა მომსახურება: ოჯახის ექიმისა და სპეციალისტების კონსულტაცია; ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები;
ასევე, კორპორაცია ბენეფიციარებს, დაზღვევით დაუფარავ სამედიცინო სერვისებზე წლის ბოლომდე, 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. დარეგისტრირებისას ბენეფიციარები მიიღებენ ჯიპისის ან ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელის 10 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერსაც.
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია ევექსის შემდეგ პოლიკლინიკებში: საბურთალოს პოლიკლინიკა, ვაჟა-ფშაველას გამზ.40 ; ისნის პოლიკლინიკა, ქეთევან წამებულის გამზ.69; გლდანის პოლიკლინიკა, გლდანის I მკ/რ, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ; ვარკეთილის პოლიკლინიკა, ჯავახეთის ქ. 30; მთაწმინდის პოლიკლინიკა, ვ.ვეკუას ქ. 3; დიდი დიღმის პოლიკლინიკა, ი.პეტრიწის ქ.16; დიდუბის პოლიკლინიკა, აკ.წერეთლის გამზ.141ა და დიაგნოსტიკური ცენტრი, პ.ქავთარაძის ქ.23