მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » “ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს” – EBRD-ი და USAID-ი საქართველოს საექთნო სექტორის განვითარებაში ეხმარებიან

“ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს” – EBRD-ი და USAID-ი საქართველოს საექთნო სექტორის განვითარებაში ეხმარებიან

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმში  გაწერილია  ის მექანიზმები და საჭიროებები, რაც ხელს შეუწყობს, ქვეყანაში საექთნო საქმის პროფესიული სტანდარტების დანერგვას და შექმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. დოკუმენტის მიხედვით, დადგინდება პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტები, შეიქმნება მოკლევადიანი, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა, შესაბამისი ტესტირებისა და საგამოცდო პროგრამები.

დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა მოაწერეს. მისი განცხადებით, თანამშრომლობის მიზანი საექთნო სასწავლო გეგმის გაუმჯობესება და ამ პროფესიის მიმართ ინტერესის გაზრდაა.

საქართველოში, საექთნო პროფესიის განვითარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID)  და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს (EBRD) შორისაც გაფორმდა.  როგორც USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა აღნიშნა თანამშრომლების მიზანი  ექთანთა უნარების, კვალიფიკაციის კიდევ უფრო განვითარება და საექთნო სექტორის გაძლიერებაა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა, USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელმა დევიდ ბლოდმა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშილმა მიიღეს.

EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა აღნიშნა, რომ საქართველოში კვალიფიციური ექთნების ნაკლებობაა.

„შესაბამისად, გავაძლიერეთ თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა გავაუმჯობესოთ საექთნო სასწავლო გეგმა და ეს პროფესია უფრო მიმზიდველი გავხადოთ ახალგაზრდებისთვის,“ – განაცხადა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა.

USAID-ის მისიის დირექტორის თქმით კი, ამ მემორანდუმის მიზანია, საქართველოში შეიქმნას მეტი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი და გაუმჯობესდეს სტანდარტები, რათა დაკმაყოფილდეს კერძო სექტორის საჭიროებები. ეს კი, მისივე თქმით, ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …