მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ეს კატასტროფულად მიუღებელია“ – საქართველოს ერთერთ რეგიონში ვაქცინირებულ ორსულს აბორტის გაკეთება შესთავაზეს

„ეს კატასტროფულად მიუღებელია“ – საქართველოს ერთერთ რეგიონში ვაქცინირებულ ორსულს აბორტის გაკეთება შესთავაზეს

საქართველოს ერთერთ რეგიონში ქალს, რომელმაც ინაქტივირებული ვაქცინა გაიკეთა და ცოტა ხანში აღმოაჩინა, რომ ორსულადაა, გინეკოლოგმა აბორტის გაკეთება შესთავაზა, რაც კატასტროფულად მიუღებელია – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ევექსი ჰოსპიტლების მიერ ორგანიზებულ, კოვიდ-19 ვაქცინაციასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ-შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, რეალური ვითარება საპირისპიროა და ორსულობა კოვიდ-19-ის მიმართ რისკ-ჯგუფად მოიაზრება, ამიტომ  ვაქცინის სარგებლიანობა რისკთან შედარებით ბევრად მაღალია.

კულუმბეგოვის თქმით, თუ ორსულები შედიან რისკჯგუფში, ან მაგალითად მუშაობენ ისეთ ადგილას, სადაც დაინფიცირების ალბათობა მაღალია, უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება მათი ვაქცინაციის შესახებ. იმუნოლოგის თქმით, არ არსებობს არანაირი სამედიცინო ლოგიკა, რომ ვაქცინამ რაიმე პრობლემა შექმნას. ასეთივე რეკომენდაციაა მეძუძური ქალების მიმართ, რომლებმაც ვაქცინაციის შემდეგ ძუძუთი კვება არ უნდა შეწყვიტონ.

კულუმბეგოვმა კორონავირუსის საფრთხისშემცველ თვისებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ვირუსს აქვს შესაძლებლობა, პლანეტის მოსახლემდე მივიდეს და 7 მილიარდი ადამიანი დააავადოს. ეს კი 35 მილიონამდე გარდაცვლილს  ნიშნავს. ვაქცინაცია კი ლეტალობის რისკს 0,00007 %-მდე ამცირებს იმ დროს, როცა არავაქცინირებულთა ჯგუფში ეს რისკი 2,5%-მდეა.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …