ვერ წარმომიდგენია, ყოველდღიურად 12-13 ათასი აცრის ფონზე, დეკემბრის ბოლოს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია – ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს წევრმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, დეკემბრის ბოლოსთვის „ეს ალბათ უკვე შეუსრლებელი მისიაა“.
ჩხაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე ბავშვების ვაქცინაცია არ იგეგმება, განსაკუთრებით კი 5-დან 12 წლამდე ასაკის, რომელთა აცრები მსოფლიოში არსად არ მიმდინარეობს. ამიტომ, მისი განცხადებით, დაცვის საშუალებაა ბავშვების ოჯახების უფროსი წევრების ვაქცინაცია და უსაფრთხო გარემოს შექმნა სკოლებში პერსონალის ვაქცინაციის გზით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში მხოლოდ 10500-მდე ადამიანი აიცრა, რაც დაგეგმილ ნიშნულს სამჯერ ჩამოუვარდება. ქვეყანაშ ვაქცინაციის გააქტიურებას ჯანდაცვის სამინისტრო სოფლის ექიმების ფინანსური წახალისების, მობილური ბრიგადების გააქტიურებითა და სხვა მექანიზმებით გეგმავს. თუმცა ამ ეტაპზე ვაქცინაციის ტემპები კლებადია.