მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ერთ კვირაში კოვიდ 19-ით 5 ადამიანი გარდაიცვალა

ერთ კვირაში კოვიდ 19-ით 5 ადამიანი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა ერთი კვირის კოვიდსტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 16.05-22.05 პერიოდში დადასტურდა 586 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, აღირიცხა სიკვდილის 5 შემთხვევა. შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში ერთი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.

დასახელებულ პერიოდში ჩატარდა 113 058 ტესტი და  7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელმა 0.52% შეადგინა.

ცენტრის ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …