მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ერთ კვირაში კორონავირუსი 575 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

ერთ კვირაში კორონავირუსი 575 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ერთი კვირის კოვიდ-სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად,  23.05- 29.05.2022 პერიოდში საქართველოში გამოვლინდა კოვიდ 19-ით ინფიცირების  575 ახალი შემთხვევა (წინა კვირას ეს მაჩვენებელი 586 იყო, კიდევ ერთი კვირით ადრე კი  602). ერთ კვირაში ერთი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა – 104 996 ტესტი – წინა კვირას ეს მაჩვენებელი  113 058 იყო.

უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი

7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 0.55%-ია, რაც პრაქტიკულად წინა კვირის (0.52%)  ანალოგიურია.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …