მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ერთ კვირაში ჰოსპიტალიზაცია 48%-ით, გარდაცვალების შემთხვევები კი 40%-ით შემცირდა – კოვიდსტატისტიკა

ერთ კვირაში ჰოსპიტალიზაცია 48%-ით, გარდაცვალების შემთხვევები კი 40%-ით შემცირდა – კოვიდსტატისტიკა

20 მარტის მდგომარეობით ჰოსპიტალში Covid 19-ის მკურნალობას 799 პაციენტი გადის. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საგრძნობლად შემცირებულია რეანიმაციულ და თერაპიულ განყოფილებაში ჰოსპიტალიზებულ პირთა რაოდენობა, როგორც ზრდასრულ ისე პედიატრიული ასაკის პაციენტებში.

20 მარტს კოვიდინფექციით 8 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 2021 წლის ივლისის შემდეგ ლეტალობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კლების დინამიკაა შენარჩუნებული გასული ორი კვირის განმავლობაშიც.

7-13 მარტის მონაცემებთან შედარებით გასულ კვირას მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე გარდაცვალების შემთხვევები:

Covid 19-ით ინფიცირების შემთხვევები 35%-ით შემცირდა;

Covid 19-ის აქტიური შემთხვევები 23%-ით შემცირდა;

Covid 19-ით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა 48%-ით იკლო;

Covid 19-ით გარდაცვალების შემთხვევებმა 40%-ით იკლო.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …