საქართველოში 24 საათში კოვონავირუსი 4 100 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 67 პაციენტი და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 12 258 შეადგინა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურ ჭრილში ის 7,92%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის – 8,75%, ბოლო 7 დღის – 8,39%.
ერთ დღეში 11 699 აცრა ჩატარდა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 550 ადამიანი იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში – 1 127 პაციენტი.