მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ერთ დღე-ღამეში კოვიდ 19 ისევ 5 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა – ეპიდსიტუაცია უარესდება

ერთ დღე-ღამეში კოვიდ 19 ისევ 5 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა – ეპიდსიტუაცია უარესდება

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდ ინფექცია 4837 ადამიანს დაუდასტურდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ გუშინდელი მკვეთრი მატება მხოლოდ სამშაბათის სინდრომის შედეგი არაა (შაბათ-კვირას ადამიანების დიდი ნაწილი არ იკეთებს ტესტირებას და ეს პროცედურა ორშაბათისთვის გადააქვს, რომლის მონაცემებიც სამშაბათის სტატისტიკაში აისახება).

მეტიც: დღევანდელი მაჩვენებელი გუშინდელ მონაცემს  62-ით აღემატება.

გარდაიცვალა 26 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი ისევ 10%-მდეა.

არ უმჯობესდება ვაქცინაციის მაჩვენებელი – ერთ დღეში მხოლოდ 6 837 ადამიანი აიცრა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …