კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5%-ს ჩამოსცდა და 4,98% შეადგინა. ბოლო 14 დღეში ეს მაჩვენებელი 6,43%-ია, ბოლო 7 დღეში კი – 5,94%.
ერთ დღე-ღამეში 2 164 შემთხვევა დადასტურდა.
ამასთან, მკვეთრად გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელი – გასულ დღე-ღამეში ვირუსს 68 პაციენტი ემსხვერპლა.
ერთ დღეში 12 351 ადამიანი აიცრა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 327 პაციენტი იმყოფება.