საქართველოში მომუშავე ექიმების 80.8% სრულადაა ვაქცინირებული, 30,1%-ს კი ბუსტერდოზა აქვს გაკეთებული.
ჯანდაცვის სამინისტროს პორტალის vaccines.ncdc.ge/statistics-ის მონაცემებით, ორჯერადად ექთნების 63,9 პროცენტია აცრილი, ბუსტერდოზა კი 10.3%-ს აქვს გაკეთებული. რაც შეეხება ადმინისტრაციულ პერსონალს, ორი დოზა ვაქცინა 74,1%-ს აქვს მიღებული, დაბუსტულია 13,1%.
სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულთა შორის აცრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უმცროს სამედიცინო პერსონალშია (ე.წ. სანიტრები), სადაც სრულად ვაქცინირებულთა წილი 53,6%-ია, ბუსტერიზებულთა კი 13.1%.