გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 986 ადამიანს დაუდასტურდა. დადებუთობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 5%, ბოლო 14 დღის – 5,86%, ბოლო 7 დღის – 5,13%.
ბოლო 24 საათში 71 პაციენტი გარდაიცვალა.
დღიურად 2 502 ადამიანი აიცრა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 070 ადამიანიიმყოფება. კლინიკურ სასტუმროში – 903.
ამასთან, შემცირებულია ინტენსიურ და რეანიმაციურ განყოფილებებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა – მათი რიცხვი 1500-მდეა. ამის მიუხედავად, გარდაცვალების მაჩვენებელი ბოლო დღეებში მკვეთრად გაიზარდა.