მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ეპიდსიტუაცია ყოველდღე უარესდება – ვირუსის გადაცემის სიჩქარე მკვეთრად გაიზარდა

ეპიდსიტუაცია ყოველდღე უარესდება – ვირუსის გადაცემის სიჩქარე მკვეთრად გაიზარდა

საქართველოში კოვიდ-ეპიდემიის მაჩვენებლები უარესდება. მართალია, რაოდენობრივად ერთ დღეში დადასტურებული შემთხვევები  3 ათასამდეა, თუმცა დადებითობის, ანუ ჩატარებულ ტესტებში დადებითი პასუხის მაჩვენებელი 11.5%-ს შეადგენს. იზრდება დადებითობის მაჩვენებელი 7 დღის (9,57%) და 14 დღის (7,76%) ინტერვალში, რაც იმას ნიშნავს, რომ ტესტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, რაც სამუშაო დღეებშია მოსალოდნელი, შემთხვევების რაოდენობაც გაიზრდება.

10 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 816 შემთხვევა.

რაც შეეხება გარდაცვალებას, ბოლო ერთ დღეში 31 ადამიანი დაიღუპა.

დღიურად აცრილია 1 899 ადამიანი. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 409 პაციენტი იმყოფება. 

საგანგაშო ტემპებით იზრდება ვირუსის რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც უკვე 1,8-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 ინფიცირებული ადამიანი საშუალოდ 18 ადამიანს აინფიცირებს.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …