მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ეპიდსიტუაცია უმჯობესდება – ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება

ეპიდსიტუაცია უმჯობესდება – ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება

ქვეყანაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში ინფექციას 25 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, ის დღითიდღე უმჯობესდება, რაც დადებითობის მაჩვენებლის კლებაში გამოიხატება: გუშინ ჩატარებული ტესტებიდან კოვიდინფექცია 17,44%-ს დაუდასტურდა.

დაინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 2465-ია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კვირა დღეს ტესტებზე მიმართვიანობაც მცირდება.

მკვეთრად შემცირდა დღიურად აცრილთა რაოდენობა – ერთ დღეში ვაქცინაცია მხოლოდ 387-მა ადამიანმა ჩაიტარა.

იკლებს კლინიკებში მყოფი კოვიდპაციენტების რაოდენობა,რომელიც ამ ეტაპზე 4 595-ს შეადგენს.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …