ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 867 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 30 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 5,4%, ბოლო 14 დღის – 5,42%, ბოლო 7 დღის – 4,94%.
ისევ იკლებს აცრები რაოდენობა, ერდღიურად აცრილია 4 124 ადამიანი.
შემცირდა კრიტიკული პაციენტების რაოდენობა, რომელიც 255-ს შეადგენს. ამასთან, გაიზარდა რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, ერთი ინფიცირებულიდან რამდენი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს. როდესაც აღნიშნული ინდექსი 1-ზე ნაკლებია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემია უკუსვლას იწყებს. ბოლო კვირების განმავლობაში აღნიშნული ინდექსი 1-ზე ქვემოთ იყო, თუმცა დღეს უკვე 1,02-ია.