მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ეპიდსიტუაცია მეოთხე ტალღის პიკურ მაჩვენებლებს უახლოვდება

ეპიდსიტუაცია მეოთხე ტალღის პიკურ მაჩვენებლებს უახლოვდება

კოვიდ 19-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მეოთხე ტალღის პიკს უახლოვდება. გასულ 24 საათში ინფექცია 5739 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 10,15%, ბოლო 14 დღის – 8,64%, ბოლო 7 დღის – 9,12%. დღიურად აცრილია 6 203 ადამიანი. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანა უკვე შევიდა მეხუთე ტალღაში და ეს ტალღა, წინა ტალღებისგან განსხვავებით, ბევრად მაღალი მაჩვენებლით დაიწყო, რაც საგანგაშო ტენდენციაა.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …