საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა – ბოლო 24 საათის მონაცემებით, დღიური დადებითობის მაჩვენებელი (ჩატარებული ტესტებიდან კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხის წილი) მკვეთრად, 4,02%-მდე გაიზარდა. ბოლო პერიოდში ეს მონაცემი 3%-ზე ნაკლები იყო. რაოდენობრივად ვირუსის დადასტურების 1194 შემთხვევა გამოვლინდა.
ასევე გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელი – გასულ დღე-ღამეში ვირუსს 22 პაციენტი ემსხვერპლა.
დაბალია იმუნიზაციის მაჩვენებელი – გუშინ ქვეყანაში 2777 ადამიანი აიცრა, ჯამში აცრილია 257974 მოქალაქეი, სტაციონარში 2639 ადამიანი მკურნალობს.