მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ეპიდემიოლოგების მოწოდების მიუხედავად, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი მცირდება

ეპიდემიოლოგების მოწოდების მიუხედავად, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი მცირდება

ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 53%-ია. მონაცემები covid19.healthdata.org-ზეა გამოქვეყნებული. გასულ კვირაში აღნიშნული მაჩვენებელი 59% იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოშ პირბადის ღია სივრცეებში ტარების ვალდებულება მიმდინარე წლის 22 ივნისიდან მოიხსნა, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის ტრანსპორტის გაჩერებებზე, მისი ტარება ისევ სავალდებულოა.

პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნდა დახურულ საჯარო სივრცეებში.

მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა, ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მოსახლეობას, საჯარო სივრცეებში ყოფნისას პირბადე მაქსიმალურად ხშირად ატარონ.

ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით პირბადის ტარების საშუალო მაჩვენებელი 57%-ია. ეს მონაცემი დაბალია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, თუმცა ეს ქვეყნების მიერ, ვაქცინაციის ფონზე შეზღუდვების მოხნას უკავშირდება. მაგალითად, ისრაელში პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ია, თუმცა აღნიშნულ ქვეყანაში მოსახლეობის 60% სრულადაა ვაქცინირებული.

საქართველოში სრულად იმუნიზებულია მოსახლეობის 4%-ზე ოდნავ მეტი, ერთი დოზა კი მოსახლეობის დაახლოებით 9%-ს აქვს მიღებული.

 

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …