მთავარი » რეფორმები » EBRD ახალი კლინიკის მშენებლობისთვის 12 მილიონ დოლარს გამოყოფს
EBRD ახალი კლინიკის მშენებლობისთვის 12 მილიონ დოლარს გამოყოფს

EBRD ახალი კლინიკის მშენებლობისთვის 12 მილიონ დოლარს გამოყოფს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან EBRD 12 მილიონი აშშ დოლარიანი შეთანხმება ფორმდება, რომლითაც ინფექციური საავადმყოფის ტერიტორიაზე ახალი კლინიკის მშენებლობა იგეგმება. 

როგორც მინისტრმა, EBRD-ის ყოველწლიური გახსნის ცერემონიის შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ შეთანხმებას EBRD კომპანია „ავერსთან“ ერთად დააფინანსებს და ყველაზე თანამედროვე უახლესი სტანდარტების კლინიკის მშენებლობას უზრუნველყოფს.

კვირიკაშვილის განმარტებით, პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი თბილისში დღეს გაიხსნა, რომელიც ოფიციალურად ხვალ დაიხურება.

ghn.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …