მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » “დიარჯიმ ყველაზე დიდი პრობლემა მაღალტექნოლოგიური ჩარევების მიმართულებით შექმნა”

“დიარჯიმ ყველაზე დიდი პრობლემა მაღალტექნოლოგიური ჩარევების მიმართულებით შექმნა”

დიარჯის“ ამოქმედების შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველაზე პრობლემური მაღალტექნოლოგიური ჩარევების სფერო აღმოჩნდა.

ამის შესახებ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელმა არჩილ მორჩილაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, არსებული პრობლემების განხილვის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა ასოციაციასთან შეხვედრები იმართება. ერთერთი ასეთი შეხვედრა ტრავმატოლოგიის ასოციაციასთან შედგა. ამასთან, მორჩილაძე ამბობს, რომ არასაკმარისი დაფინანსების მიზეზით ოპერაციაზე ექიმი უარს ვერ იტყვის და კონკრეტულ სერვისზე უარის თქმა მხოლოდ კლინიკას შეუძლია.

„ექიმები არ ამბობენ და ვერ იტყვიან უარს ჩარევებზე. შეიძლება კლინიკამ თქვას რაიმე სერვისზე უარი, ექიმები კი შემსრულებლები არიან. თუმცა როდესაც „დიარჯის“ თანხა ერთ რომელიმე კონკრეტულ ჩარევას არ ჰყოფნის,  გასათვალისწინებელია, რომ მთელი სისტემა და საავადმყოფო ფინანსდება გარკვეული თანხით და თუ ეს თანხა კლინიკისთვის მომგებიანია, სამედიცინო დაწესებულების  გადასაწყვეტია, გააგრძელოს თუ არა ამ პროგრამაში მონაწილეობა,“ – აღნიშნავს მორჩილაძე.

მისივე თქმით, “დიარჯის” მოქმედების პერიოდში აღმოჩნდა, რომ ჯამურად უკეთესი დაფინანსება მიიღეს შედარებით მცირე კლინიკებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ მაღალტექნოლოგიური ჩარევები. ყველაზე დიდი პრობლემა კი ისაა, რომ ვერ ხდება მაღალტექნოლოგიური ჩარევების წახალისება, რადგან „დიარჯი“ არ იხდის იმ თანხას, რაც შეიძლება კონკრეტული ჩარევა ღირდეს.

მორჩილაძის განმარტებით, ეს ძირითადად ეხება კარდიოქირურგიული ოპერაციების   გარკვეულ ნაწილს, აბლაციებს, ტვრავმატოლოგიას, ასევე რეანიმაციისა და ონკოლოგიის კუთხით მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტებით ჩარევას.

დიარჯი კარგია, მაგრამ მთავარია, როგორ პასუხს გასცემს მას ჯანდაცვის სისტემა. გადაწყობა უნდა მოხდეს, ჰოსპიტლების ქსელის შემთხვევაში შესაძლოა, რამდენიმე კლინიკას შემოსავლები გაეზარდოს, მაღალტექნოლოგიურ კლინიკებს კი შეუმცირდეთ დაფინანსება. თუმცა ჯამში ეს სახელმწიფომ და კლინიკებმა ისე უნდა მოაგვარონ, რომ პაციენტი არ დაზარალდეს,“- აღნიშნა არჩილ მორჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ “დიარჯის ამოქმედების პირველივე დღეებში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ექიმების გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა „საყოველთაო ჯანდაცვის“ ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაწესებული ტარიფით ოპერაციების ჩატარებაზე. მიზეზად მათ მაღალტექნოლოგიური ოპერაციებისთვის გამოყოფილი არასათანადო დაფინანსება დაასახელეს.

დიარჯის“ ანუ დიაგნოზზე მიბმული დაფინანსების პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა. საპილოტე რეჟიმისთვის ორთვიანი ვადა – ნოემბერ-დეკემბერი იყო გამოყოფილი, რა დროსაც ხარვეზების შემთხვევაში კლინიკები არ ჯარიმდებოდნენ. იანვრიდან კი კლინიკა, რომელიც პაციენტს დადგენილ ანაზღაურებაზე მეტ თანხას გადაახდევინებს, ამ შემთხვევისთვის დაწესებული ტარიფის სამმაგი ოდენობით დაჯარიმდება. დარღვევის გამეორების შემთხვევაში კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 6 თვით გამოეთიშება.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …