კოვიდ 19-ის გავრცელების მასშტაბებმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა – გასულ დღე-ღამეში ვირუსი 24 201 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების (85 191) 28,41%-ია. დადებითობის 14 დღის მაჩვენებელი 21,96%-ია, ბოლო 7 დღის – 24,96%.
გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 ათასს გადააჭარბა და 15 016 შეადგინა – მათგან ბოლო 24 საათში 36 პაციენტი დაიღუპა.
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 020 510 , ბოლო 24 საათში – 10 732
დღიურად აცრილია 8 371 ადამიანი. კოვიდკლინიკებში 5454 ადამიანი იმყოფება.