დღეს, 20 მაისს, 12:00 საათიდან, იწყება რეგისტრაცია მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირდეს Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
სამედიცინო დაწესებულების არჩევა სურვილისამებრაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ დარეგისტრირება შესაძლებელა როგორც იმავე დაწესებულებაში, სადაც ბენეფიციარმა აცრა გაიკეთა, ასევე ნებისმიერ სხვა კლინიკაში.
აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა მიმდინარეობს ვებ გვერდზე booking.moh.gov.ge ან სატელეფონო ნომერზე 1522.
რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე: