დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის უწყებას არაერთხელ განუცხადებია, რამდენად ეფექტიანია პირბადე ინფექციისგან დასაცავად და ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ესაა ყველაზე ეფექტიანი საშუალება, მოვახდინოთ მეოთხე ტალღის ეფექტიანად დაძლევა.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისიდან პირბადეების ტარება ღია სივრცეში სავალდებულო არ არის. გამონაკლისია 5 და მეტი ადამიანის შეკრების ადგილები.