მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » დღეიდან კერძო სექტორში დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირება გაუქმდა

დღეიდან კერძო სექტორში დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირება გაუქმდა

დღეიდან, გარკვეულ კერძო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალისთვის სავალდებულო ტესტირება გაუქმდა. ინფორმაცია jandacva.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. საუბარია სავაჭრო ცენტრებში, ბაზრებსა და ბაზრობებში, ასევე საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში, რესტორნებსა და სასტუმროებში მომუშავე პირებზე. ამასთან, ტესტირება მოქმედი წესით შენარჩუნდა სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ჩამოთვლილ დაწესებულებებში პერსონალის გარკვეული ნაწილი, გარკვეული პერიოდულობით, სავალდებულო წესით იტესტებოდა.

სკოლებისა და ბაღების პერსონალი იტესტება ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე: ა) სრულად (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით) ვაქცინირებული პირები იტესტებიან ყოველ 14 დღეში ერთხელ პჯრ მეთოდით; ბ) არასრულად ვაქცინირებული (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 1 დოზით) და/ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …