რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი დევი ტაბიძე აცხადებს, რომ პოსტკოვიდურ სინდრომს მეტი ყურადღება სჭირდება, რადგანაც უცნობია, რა დაავადებებს გამოიწვევს კორონავირუსი.
„გამოკვეთილია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, თირკმლის მწვავე უკმარისობები, პოსტკოვიდური სინდრომი ერთერთი სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობა იქნება, რაც მოსახლეობას დააზარალებს. არა მარტო საქართველოში, არამედ ჯერჯერობით არსად არსებობს პოსტკოვიდური პაციენტების მართვის პროტოკოლი. ამიტომ გვინდა, ჩვენც გვქონდეს რაღაცაში წინსვლა და შესაძლებელია, ამ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ჩვენც შევქმნათ გარკვეული პროტოკოლები და გაიდლაინები. შესაძლებელია, პოსტკოვიდურ პროტოკოლზეც შევთავაზოთ ხელმძღვანელობას ფიქრი.
პოსტკოვიდური სიმპტომების უფრო მეტი პროცენტი არის ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები და შედარებით უფრო მეტი გართულება, მწვავე მდგომარეობა მიმდინარეობს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონდე პაციენტებში“, – აცხადებს დევი ტაბიძე.