მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „დარგში ახალი ტექნოლოგიები ვერ დაინერგა“ – 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან 3 წელი სრულდება

„დარგში ახალი ტექნოლოგიები ვერ დაინერგა“ – 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან 3 წელი სრულდება

იმ თითქმის სამი წლის განმავლობაში, რაც 520-ე დადგენილება მოქმედებს, კარდიოქირურგიის დარგში ინვესტიციები შეჩერებულია.

ამის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრის კარდიოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა სულხან ლომინაძემ jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, რომ არა ეს დადგენილება, დარგში ახალი, მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა იქნებოდა შესაძლებელი, რაც ტარიფების გათანაბრების გამო ვერ მოხდა.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკების დაფინანსების ახალ მოდელს  – DRG-ს, ლომინაძის თქმით, ეს მოდელი იძლევა იმედს, რომ ახალი სისტემა დარგში არსებულ მდგომარეობას გამოასწორებს.

შეგახსენებთ: 520-ე დადგენილება, რომელიც  სახელმწიფო  პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს,  ძალაში 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა.

ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კი განაცხადა, რომ კლინიკების დაფინანსება დიაგნოზთან შეჭიდულ მოდელზე, დიარჯი-სისტემაზე გადავა. აღნიშნული მოდელის ამოქმედება ოქტომბრიდან იგეგმებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოდელის ამოქმედება კლინიკების მოთხოვნის გამო გადაიდო. ამასთან, აზარაშვილის განცხადებით, რეფორმის გატარება დიდი ხნით არ გადაიდება.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …