დანიის ჯანდაცვის სამმართველომ კოვიდ 19 დაასახელა დაავადებად, რომელიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ ზომებს – ისეთს, როგორიც გრიპი ან გაციებაა.
ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ პაციენტების რაოდენობის სტაბილურობის გამო, რომლებსაც კოვიდ 19-ის გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ. ამასთან, ქვეყანაში იმუნიზაციის მაღალი მოცვაა და გარდა ამისა, ომიკრონის ვარიანტი გაცილებით ნაკლები გართულებებით ხასიათდება.
„თუ თავს ავად გრძნობთ, სახლში უნდა დარჩეთ, დამოუკიდებლად იმისა, შესაძლოა თუ არა ეს იყოს კოვიდი, გრიპი ან რომელიმე სხვა რესპორატორული დაავადება,“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამმართველოს პრესრელიზში.
უწყების რეკომენდაციაა, ტესტირება ადამიანებმა მხოლოდ შესაბამისი სიმპტომების ან რისკ-ჯგუფების კუთვნილების შემთხვევაში გაიარონ. ამასთან, აღარ არსებობს იზოლაციის რეკომენდაცია კოვიდის დადებითი ტესტის შემდეგ.