ინფექციონისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ბოლო დღეებში გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებელი ეპიდემიის მე-5 ტალღის დაწყებაზე მიანიშნებდეს.
დღევანდელმა დღემ ძალიან შეგვაშფოთა, იმედი მქონდა, რომ ცოტა ხანი ინფიცირებულთა კლება იქნებოდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა.
„ხვალინდელი მონაცემები უფრო მოგვცემს იმედს და ზუსტ ინფორმაციას, რა სიტუაციაა. მეხუთე ტალღა დაიწყო, თუ ეს იმ ტალღის გაგრძელებაა – ჯერჯერობით ეს პასუხგაუცემელი კითხვაა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
შეფახსენებთ: ვბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 515 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 60 პაციენტი. ბოლო სამი დღეა, ლეტალობის მაჩვენებელი მზარდია.